ესპანეთში წელს უკვე მეორედ ტარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

ესპანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. არჩევნები ქვეყანას იმ ჩიხური ვითარებიდან გასვლის შესაძლებლობას მისცემს, რომელში ის აპრილის არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც აპრილის არჩევნების შემდეგ პარტიებს შორის არსებულ წინააღმდეგობებს ვერ გაუმკლავდა და მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა.

DW წერს, რომ გამოკითხვების თანახმად უახლოეს დროში ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა ვერ მოხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური პარტია, რომელსაც სანჩესი წარმოადგენს, არჩევნებში მოიგებს, 350- კაციან პარლამენტში ვერც ერთ პარტიას უმრავლესობა ვერ ექნება.

არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები