იდლიბში რუსეთის ავიადარტყმებს ერთ თვეში 75 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

სირიაში, იდლიბის პროვინციაში დეესკალაციის ზონაში რუსეთისა და ბაშარ ასადის ძალების მიერ მიტანილ ავიადარტყმებს ოქტომბერში 75 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ოქტომბერში 3557 საარტილერიო და სარაკეტო დარტყმა და 300-მდე ავიადარტყმა იქნა მიტანილი.

დაღუპულთა შორის 13 ბავშვი და 10 ქალია.

162 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 32 ბავშვი და 36 ქალია.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ბაშარ ასადის რეჟიმი და მისი მოკავშირეები დეესკალაციის ზონაში მასობრივ იერიშებს განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები