ზელენსკიმ მედიის ახალი სტანდარტებს შემუშავების განკარგულება გასცა

0

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა კანონპროექტი უნდა შეიმუშავოს, რომელიც მედიის საქმიანობას დაარეგულირებს. შემუშავებულ კანონპროექტს უმაღლეს რადას წარუდგენენ.

შესაბამისი განკარგულება „სახელმწიფოს გაძლიერებისა და რეფორმების გატარების გადაუდებელი ზომების მიღების შესახებ“ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონპროექტში უნდა იყოს გათვალისწინებული „ახალი ამბების სტანდარტები და მოთხოვნები“.

მინისტრთა კაბინეტმა „დამახინჯებული ახალი ამბებისა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის“ გავრცელების არიდების მექანიზმი უნდა შეიმუშავოს.

დოკუმენტი უკრძალავს „აგრესორი-სახელმწიფოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უკრაინაში მედიასაშუალების ფლობას ან დაფინანსებას“.

კანონპროექტში ასევე არის მოწოდება მოხდეს ინფორმაციის შესახებ კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება.

ზელენსკის განკარგულებაში ნათქვამია, რომ უმაღლესი რადასთვის დოკუმენტის წარდგენის საბოლოო ვადად 31 დეკემბერი განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი