დიდ დიღომში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

დიდ დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პეტრიწის ქუჩაზე, დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი გზიდან გადავარდა და კორპუსის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

ერთ-ერთი  დაშავებული  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაცით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები