გურამ ფალავანდიშვილი: პოლიცია თუ აქედან წავა, ჩვენ შევალთ კინოთეატრში და ჩავშლით ჩვენებას

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თუ პოლიციელბი დატოვებენ კინოთეატრ „ამირანის” ტერიტორიას, ისინი შევლენ იქ და ჩაშლიან ფილმის ჩვენებას.

ფალავანდიშვილის თქმით, აქციის ორგანიზატორები ძალის გამოყენებით არ აპირებენ ფილმის პრემიერის ჩაშლას.

“უბრალოდ, მშვიდობიანად ვიდგებით. პლაკატიც დავამზადეთ ივანიშვილის, მთავრობის და სოდომისტების შესახებ. თუ ეს პოლიცია აქედან წავა, ჩვენ მაშინ შევალთ, ჩავშლით ჩვენებას, ოღონდ უკვე გაწევ-გამოწევა აღარ იქნება. უბრალოდ, დარბაზში შუქს ავანთებთ. ასევე, შეიძლება შუქი არ ავანთო, მაგრამ დავიძახო – ამას რას უყურებთ, ხალხო და ასეთი შეძახილებით გავაჩერო“, – განაცხადა  ფალავანდიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები