არჩილ თალაკვაძე: გუშინ რასაც ჰქონდა ადგილი, ამას ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ

 ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ პრემიერასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მსგავს ფაქტებზე განხილვით, ბევრი დრო და ენერგია არ უნდა დავხარჯოთ. მისივე თქმით, ორიენტიებულები უნდა ვიყოთ მომავალზე.
„ჩემი პოზიცია დღესაც არის იგივე, ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი თავი ხელოვნებაში გამოხატოს ისე, როგორც ამას მიიჩნევს საჭიროდ. მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს და ჩვენს პოლიციელებს, რომლებმაც მიუხედავად დაძაბულობისა, შეძლეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ძალადობის პრევენცია. იმ ერთეულ ფაქტებზე, სადაც მოქალაქეებმა, რომლებიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, მიმართეს ძალადობას, რეაგირება იყო მყისიერი და რა თქმა უნდა, ეს იქნება რეაგირების საგანი. ვფიქრობ, დღეს ჩვენ უფრო მეტად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე, საქართველოს სჭირდება სიმშვიდე, საქართველოს სჭირდება კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური დღის წესრიგი გავატაროთ. ასეთ მოვლენებს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, ვფიქრობ ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ. მნიშვნელოვანია, უფლებები იყოს დაცული და სახელმწიფო ასეც გააკეთებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები