ბათუმში კინოთეატრ “აპოლოს” მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება დაიძაბა

ბათუმში კინოთეატრ “აპოლოს” მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერას აპროტესტებენ ვითარება დაიძაბა. ცოტა ხნის წინ, ადგილზე პიროტექნიკის აფეთქება მოხდა. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრის კარს კვერცხები დაუშინეს. ისინი მოითხოვენ, რომ ფილმის პრემიერაზე მოსული მაყურებლები არ შეუშვან კინოთეატრში.
​ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები, რომლებსაც მოწყობილი აქვთ კორდონი და აქციის მონაწილეებს არ აძლევენ საშუალებას ხელი შეუშალონ მოქალაქეებს, რომლებსაც კინოჩვენებისთვის ბილეთები აქვთ შეძენილი, შევიდნენ შენობაში.
​ადგილზე იმყოფება ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი, კოტე ანანიაშვილიც, რომელიც ტერიტორიაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები