კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორი: კინოთეატრები დღევანდელი პრემიერისთვის მზადყოფნაშია

კინოთეატრები დღევანდელი პრემიერისთვის მზადყოფნაშია,- ამის შესახებ კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორმა, გვანცა გარმელიამ განაცხადა.

“კინოთეატრები დღევანდელი პრემიერისთვის მზადყოფნაში არიან. ცხადია, მივიღეთ უსაფრთხოების ზომები, ყველა სეანსი ჩაივლის ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო. თუ საჭიროება იქნება, ვითანამშრომლებთ შსს-თან,” – აღნიშნა გარმელიამ.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ (“And Then We Danced”) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები