“სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს

“სილქნეტი“ ინტერნეტში არალეგალური კინოპროდუქციის გავრცელების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს და რეაგირებისთვის “კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას” მიმართავს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი მათი მიზანი, ბიზნეს პასუხიმგებლობის ფარგლებში, მომხმარებლისთვის მხოლოდ ლიცენზირებული პროდუქციის შეთავაზებაა.

“საქართველოს ბაზარზე ჯერ კიდევ მოქმედებენ ვებგვერდები, სადაც კინოპროდუქციის გავრცელება არალეგალურად მიმდინარეობს. აღნიშნულ საიტებს, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტულ ფილმებზე არ აქვთ მოპოვებული კინოდისტრიბუციის უფლება, მაშინ როცა, ისეთი კომპანიები, როგორიც “სილქნეტია”, მილიონობით ლარს ხარჯავენ ექსკლუზიური კონტენტის და ფილმების შესაძენად.

გვინდა ყველას ვთხოვოთ, რომ ერთად ავიმაღლოთ ხმა სხვათა უფლებების დასაცავად და ჩვენს საზოგადოებაში დავამკვიდროთ ისეთი ღირებულებები, როგორიც საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვაა. ერთად შევქმნათ ისეთ გარემო, სადაც პატივს ვცემთ და ვიცავთ ინტელექტუალურ საკუთრებას.

აღნიშნულ ინდუსტრიას დასჭირდება დიდი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, რომ კანონი გახდეს გარანტი და დაინერგოს ეფექტური მექანიზმები, რათა სწრაფად მივუახლოვდეთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, როგორიცაა ქვეყნის შიგნით საავტორო უფლებების დაცვა და არალეგალური კონტენტის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინსტრუმენტების შექმნა.

კომპანია “სილქნეტი” არალეგალური ფილმების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს და უკვე მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რეაგირებისთვის.

ჩვენ, ჩვენი ბიზნეს პასუხიმგებლობის ფარგლებში, მომხმარებელს ვთავაზობთ მხოლოდ ლიცენზირებულ პროდუქციას.

შემოგვიერთდით. შევქმნათ ისეთი ინტერნეტ სივრცე, სადაც მხოლოდ ლეგალური და ლიცენზირებული ფილმები გავრცელდება. ერთად დავიცვათ საავტორო უფლებები და ვუთხრათ არა არალეგალურ კონტენტს.

#ერთადდავიცვათ”- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები