ერაყში, ბოლო 24 საათში, აქციაზე 10 ადამიანი დაიღუპა

ერაყში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციაზე, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 სამედიცინო დახმარების თანამშრომელია.

მედიის ინფორმაციით, მათგან 7 თახრირის მოედანზე დაიღუპა.

საპროტესტო აქციები ერაყში პირველ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებდა.

არეულობის შედეგად 200-მდე დემონსტრანტი დაიღუპა.

ერაყის სამთავრობო კომიტეტმა, რომელიც ქვეყანაში არეულობის დროს დემონსტრანტების დაღუპვის ფაქტებს იძიებდა, 22 ოქტომბერს ანგარიში გამოაქვეყნა და მსხვერპლზე პასუხისმგებლობა ძალოვნებს დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები