“ბინას არემონტებდა” – ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში, ბესიკისა და კიროვის კვეთაზე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსის მოადგილის, ბადრი პაქსაძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ ჯგუფს 30 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

„30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილზე მისულ ბრიგადას იგი გარდაცვლილი დახვდა, თუმცა სტაციონარში მაინც გადავიყვანეთ, მეოთხე სართულზე ბინას არემონტებდა სავარაუდოდ, კორპუსი მშენებარე არ არის”, – ბადრი პაქსაძემ.

​მომხდარის მიზეზები ამ დრომდე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები