გიგა ბოკერია აღიარებს, რომ 7 ნოემბერი “მთელი პოლიტიკური გუნდის” შეცდომა იყო

7 ნოემბერი ჩემი და მთელი პოლიტიკური გუნდის მხრიდან უდავოდ დიდ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
 
“უდავოდ დიდ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია ჩემი და მთელი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ის, როგორი რეაგირება მოხდა მაშინ ამ მოვლენებზე, იქნება ეს ტელეკომპანია “იმედის“ ამბავი, თუ თავად აქციაზე რა ტიპის ნაბიჯებიც და ზომებიც იქნა მიღებული. ძალიან ცუდია, რომ 2007 წლიდან გავიდა 12 წელი და ჩვენ ვნახეთ, რომ გავრილოვის ღამის დროს ხელისუფლების მხრიდან უფრო მძიმე რეაქცია იყო, ვიდრე ეს შვიდ ნოემბერს. ეს აჩვენებს, რომ ქვეყანა წინ კი არ წავიდა, წავიდა უკან“, – განმარტა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები