ბურკინა-ფასოში მეშახტეებზე თავდასხმა მოხდა – 37 ადამიანი დაიღუპა

ბურკინა-ფასოს აღმოსავლეთით, გურმასა და ტაპოას პროვინციების საზღვართან მეშახტეების ავტოკოლონაზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად 37 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა, სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა.

საინფორმაციო სააგენტო AIB-ის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ავტოკოლონას მისამართით ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც ერთი ავტომობილი გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა.

დაშავებულთაგან ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად არიან დაკარგულებიც.

ბურკინა-ფასოში უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში თავდასხმებს 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის 13 რეგიონიდან 7-ში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები