ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პროდიუსერი: ეს არის ფილმი, რომელიც ხალხმა უნდა ნახოს

ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი კანონის ფარგლებში გამოხატოს, – ასე გამოეხმაურა ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პროდიუსერი, ქეთი დანელია ფილმის გარშემო არსებულ აზრთა სხვადასხვაობას.

მისი თქმით ეს არის ფილმი, რომელიც ხალხმა უნდა ნახოს.

“თბილისში ყველა ბილეთი გაყიდულია. ძალიან მახარებს, რომ ხალხს აინტერესებს ფილმის ნახვა. ფილმი ძალიან ბევრ ფესტივალზეა გაგზავნილი, 40- მდე ქვეყანაშია გაყიდული. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფილმი არის ფილმი, კინო, რომელიც ხალხმა უნდა ნახოს. კინო არის სუბიექტურიც და ობიექტურიც. ყველას აქვს უფლება თქვას და გამოხატოს საკუთარი აზრი კანონისა და ცივილური ფორმების ჩარჩოში”,- აღნიშნა დანელიამ.

ცნობისათვის, ფილმის – და ჩვენ ვიცეკვეთ მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის “Director’s Fortnight” სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

“​And Then We Danced”, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარსდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები