ფრენსის ფუკუიამა: საქართველოში 2020 წლის არჩევნები დემოკრატიული ხარისხის ტესტი იქნება

საქართველოს ორი დიდი პრობლემა აქვს,- ამის შესახებ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფრენსის ფუკუიამამ განაცხადა.

“მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ორი დიდი პრობლემა აქვს. ერთი არის საერთაშორისო პრობლემა რუსეთი, რომელიც ცდილობს საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს. მეორე კი, დემოკრატიულ ინსტიტუტებს ეხება, ეს ყველაფერი კი გამოწვეულია ოლიგარქის არაფორმალური მმართველობით, რომელიც არ არის გამჭვირვალე და დემოკრატიის ხარისხს საფრთხეს უქმნის”,- აღნიშნა ფრენსის ფუკუიამამ.

მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნები დემოკრატიული ხარისხის ტესტი იქნება

“2020 წლის არჩევნები ტესტი იქნება დემოკრატიული ხარისხის. მე ვფიქრობ, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ გარემოში. 2020 წლის არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც გაუწევენ მონიტორინგს, რათა არჩევნებმა დემოკრატიულ გარემოში ჩაიაროს”, განმარტა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები