Report.ge – ქართულ მედია ბაზარზე ახალი მულტიმედია პლატფორმა გამოჩნდა

ქართულ მედია ბაზარზე ახალი მულტიმედია პლატფორმა, Report.ge შემოვიდა. როგორც Report.ge-ს დამფუძნებლები აცხადებენ, მაღალი სტანდარტი – ეს არის ის, რაც მათ გუნდს აერთიანებს.
“24 საათიანი რეჟიმით, კვირაში 7 დღე, ჩვენ მოგაწვდით ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე, ბიზნესზე, ფინანსებზე, განათლებაზე, კულტურაზე;
გადამოწმებულ ფაქტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;
Report.ge ყოველდღიურად შემოგთავაზებთ მრავალფეროვან და განსხვავებულ ვიდეო-კონტენტს;
Report.ge-ს გუნდი ყოველდღიურად მუშაობს ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად”,-აცხადებენ პლატფორმის შემქმნელები.
მათივე თქმით, Report.ge – ეს არის საინფორმაციო სააგენტო რომელსაც შეგიძლიათ, ენდოთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები