დედაქალაქის მთავრობა მზადაა, გადადგეს

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას პასუხობს. როგორც მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ შიხიაშვილის მოთხოვნა უკანონოა, მერია მზადაა, ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობიდან გადადგება თავად ირაკლი შიხიაშვილი და კომისიის ის თავმჯდომარეები, რომლებიც ,,ნაციონალური მოძრაობის” წარდგინებით საკრებულოში მოხვდნენ.
„საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს კომპრომისის სახით შემოგვთავაზა თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსების, გამგებლებისა თუ მერის მოადგილეების გადადგომა, გვინდა განვაცხადოთ შემდეგი: პირველ რიგში, ირაკლი შიხიაშვილს გვინდა შევახსენოთ, რომ მის მიერ დასახელებული მთვრობის წევრები ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები არიან, რომლებიც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამისად არიან დანიშნული, მათ შორის კონკურსის წესით, და ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ აღნიშნული შეთავაზება აბსოლუტურად შეუსაბამოა მოქმედ კანონმდებლობასთან და მეტიც, სისხლის სამართლის კოდექსით პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, დანაშაულს წარმოადგენს. თუმცა, მიუხედავად ამისა, თუ აღიშნული შეთავაზება მხოლოდ დროის გაყვანასა და მოტყუებას არ ემსახურება და მათი მხრიდანაც არის მზაობა, რეალურად ხელი შეუწყონ არსებული ეჭვების გაფანტვას, მინდა განვაცხადოთ, რომ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მზად ვართ, შევასრულოთ ირაკლი შიხიაშვილის ეს ახირებაც და დასახელებული თანამდებობის პირები მზადყოფნას გამოთქვამენ გადადგნენ თანამდებობებიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობიდან გადადგება თავად ირაკლი შიხიაშვილი და კომისიის ის თავმჯდომარეები, რომლებიც ,,ნაციონალური მოძრაობის” წარდგინებით საკრებულოში მოხვდნენ და შემდგომ „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგდნენ, მიიღეს ინდულგენციები და წყალობები”, – განაცხდა სევდია უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები