ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანში, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. 2კმ გზის მონაკვეთზე, რკინა-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს, მოეწყო ღვარსადენები და ცხაურები.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “ფარაონი და კომპანია“ აწარმოებს, რომელიც მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 46 9870 ლარს შეადგენს.

სოფელ ხანში შესრულებული საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. გზის რეაბილიტაცია ხანში ივნისში დაიწყო და ტენდერის პირობების თანახმად რამდენიმე დღეში დასრულდება.

მსგავსი მასშტაბების ინფრასტრუქტურული პროექტი სოფელ ხანში ამ დრომდე არ განხორციელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები