თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

„მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 9.00 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის, ერეკლე მეორეს მოედნის, ივერის, ყავლაშვილის, ანტონ კათალიკოსის, კოტე აფხაზის, ბერიძის და შოთა ნიშნიანიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ნავთლუღის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ლაღიძის, შოთა ნადირაშვილის, შალვა მშველიძის, მათიაშვილის, ნავთლუღის, ბუკისციხის, ჩოჩუას, ზურაბ ბეგიაშვილის, დავით კვაჭანტირაძის, კოპცოვის, მესხეთის, ალექსანდრე ჯანელიძის და ქობულაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას და ავთანდილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, ომარ ხიზანიშვილის და შეშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის, თერგის, ბარნოვის, გალის, კეკელიძის და ჩხეიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები