დავით ზალკალიანი: საქართველოს პრემიერის თურქეთში ვიზიტი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს

„ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი,ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. შეხვედრები იყო უაღრესად შინაარსიანი,მეგობულ და თბილ გარემოში. ჩვენ ვბრუნდებით კონკრეტული,მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებით” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თურქეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერის თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები,რომელიც აქტუალურია ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისთვის.
„ვიზიტის შედეგად გადაწყდა უახლოეს პერიოდში ჩატარდეს სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს პირველი შეხვედრა,რომელსაც თურქეთის რესპულკა უმასპინძლებს,სადაც განხილული იქნება ყველა ძირითადი საკითხი,რომელიც აქტუალურია ორმხრივ ურთიერთობებში.”-აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ:
„თურქეთი მყარი მხარდამჭერია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის. კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ინიციატივებს მრავალმხრივ ფორმატებში, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა .”-განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ პროექტებს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ჩართულობით ხორციელდება, ასევე ყურადღება გამახვილდა იმ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე, რომლებიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ შედეგს იძლევა როგორც საქართველოსა და თურქეთისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის.

„სამხრეთ კასპიური დერეფანი,ასევე ბაქო -თბილისი-ყარსის რკინიგზა, ეს არის ის ძირითადი მიმართულებები,რომელზეც მომავალში კიდევ უფრო მნისშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება.”-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობა. “ის პოტენციალი,რომელიც ორ ქვეყანას გააჩნია არ არის სრულფასოვნად ამოქმედებული და ვფიქრობ,რომ ეს შეხვედრა ახალ იმპულს მოგვცემს,იმისთვის,რომ გაორმაგდეს სავაჭრო ურთიერთობების დონე.”-განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში ეწვევა საქართველოს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები