მარტვილში “ღია შეხვედრებზე“ დასმული ბაღის პრობლემა მოგვარდა

მარტვილში “ღია შეხვედრებზე“ დასმული ბაღის პრობლემა მოგვარდა. კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.

ბაღის რეაბილიტაციის საკითხი “ღია შეხვედრების“ ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას დასვა.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა ჭერი, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, შეიღება იატაკი და კედლები. სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები