მეუფე პეტრე: თუ დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა პილატეს სასამართლოს დაემსგავსება, ყველაფერი შესაძლებელია
თუ დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა პილატეს სასამართლოს დაემსგავსება, ყველაფერი შესაძლებელია, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ, წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ჭეშმარიტება არის მარადიული. ჩემთვის არაფერი შეცვლილა. მირჩევნია სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი.
რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, თქვენ რაც გაინტერესებთ – სასჯელს, თუ დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია. საეკლესიო სასამართლო უნდა შეიქმნას და ყველა ადამიანი, ჩემი თუ ყველა იერარქიის საკითხი უნდა გადაწყდეს კანონიკური სამართლით”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
მისივე თქმით, უკრაინას ეკუთვნის ავტოკეფალიის მინიჭება.
წმინდა სინოდის სხდომა დღეს იმართება.