სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი უკრაინის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იგორ დოლგოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც “კვირას” უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.

მხარეებმა ორი ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოსა და უკრაინის წინაშე არსებულ გამოწვევებს. გრიგოლ ლილუაშვილმა და იგორ დოლგოვმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები