მუხიანში მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა – არიან დაშავებულებიც

მუხიანის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. შემთხვევის შედეგად დაზიანდა შვიდი ავტომობილი.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები