მარჯანიშვილზე დაცვის პოლიციის მანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა (ფოტო)

​თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსთან დაცვის პოლიციის მანქანა არასრულწლოვან ბიჭს დაეჯახა.
როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, შემთხვევა მაშინ მოხდა როდესაც მოზარდი გზაზე გადარბოდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, ბიჭი კლინიკაში გადაიყვანა. მან გარკვეული სახის დაზიანება მიიღო.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები