ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის პრემიერ-მინისტრს ალენკა ბრატუსეკს შეხვდა

ოფიციალურ შეხვედრაზე სლოვენიასა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობებს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გაესვა ხაზი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სლოვენია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საკითხები და მასთან დაკავშირებელი პროცესები განიხილეს. პრემიერ-მინისტრებმა, ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ალენკა ბრატუსეკსმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და საქართველო-რუსეთის ურთიერთობთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს, სლოვენიის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები