აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის პრესკონფერენცია და საგუნდო მუსიკის საღამო გაიმართება

აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, 30 ოქტომბერს, 16:00 საათზე, აფხაზეთის კაპელის სარეპეტიციო დარბაზში (დ. უზნაძის №68) გამართავს პრესკონფერენციას, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექცია და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
31 ოქტომბერს, 19:00 საათზე კი, დიმიტრი ჯაიანის სახელობის საკონცერტო დარბაზში (დ. უზნაძის №68) აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა სოლოკონცერტს ჩაატარებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პრესკონფერენცია უკავშირდება 2019 წლის 6 – 8 ნოემბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლეში, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელისა და ჯგუფ  Georgian Six-ის მიერ დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმის საზეიმოდ გახსნას.
კაპელა მისი სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის მიერ საგანგებოდ ამ კონცერტისთვის არანჟირებულ ქართულ და უცხოურ კომპოზიციებს შეასრულებს.
დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმში 100-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის ევროპის საბჭოს 47 წევრი და ევროპის საბჭოს 6 დამკვირვებელი ქვეყნის) 2000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენა პირდაპირი ეთერით გადაიცემა მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.
ამ საპატიო მისიის შესრულების შემდეგ 7 ნოემბერს აფხაზეთის კაპელა გამართავს სოლო-კონცერტს  სტრასბურგის Respire Temple Neuf – ის ტაძარში, რომელსაც დაესწრებიან ქართული დიასპორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები