ლოს-ანჯელესს ხანძარი უახლოვდება – არნოლდ შვარცნეგერმა ოჯახთან ერთად, სახლი დატოვა (ფოტო,ვიდეო)

კალიფორნიაში ტყის ხანძარი უკვე ერთი კვირაა მძვინვარებს. სტიქიის ზონიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს.

გასულ ღამეს ცეცხლის ალი სამუზეუმო კომპლექს Getty Center-ის მიუახლოვდა, სულ მცირე 8 შენობა მთლიანად განადგურებულია, 5 დაზიანდა. ხალხი პანიკაში საკუთარი სახლებიდან გარბოდა.

გარდა ამისა, ცეცხლი ლოს-ანჯელესის მდიდარ რაიონსაც უქმნის საფრთხეს. ამჟამად საკუთარი სახლები დატოვეს, კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეგერმა, მსახიობებმა ლებრონ ჯეიმსმა, კლარკ გრეგმა, ასევე კურტ სატერმა.

როგორც შვარცნეგერმა სოციალურ ქსელში დაწერა,“თუ თქვენ ევაკუაციის ზონაში იმყოფებით, აუცილებლად დატოვეთ ადგილი. მსოფლიოში საუკეთესო მეხანძრეების მადლიერი ვარ, ნამდვილი გმირების, რომლებიც საფრთხეს ებრძვიან“.

Los Angeles Times-ის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად უკვე 96 შენობაა დამწვარი, მათგან 40 კერძო საცხოვრებელი სახლია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღეს, ასევე ჰოლივუდში „ტერმინატორის“ ჩვენება უნდა გამართულიყო, თუმცა ის გადადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები