თბილისში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა.

მაღალი სისწრაფით მოძრავმა ავტომობილმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს, შემდეგ კი მეორე ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომანქანის მგზავრი გარდაიცვალა.

დაშავებულია სხვა ავტომანქანის მძღოლიც, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფოს ბრიგადაა მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები