ვლადიმირ პუტინმა წარმოშობით ქართველი მსახიობი დააჯილდოვა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის კულტურის მოღვაწეებს სახელმწიფო ჯილდოები მიაკუთვნა, მათ შორის კომპოზიტორს ალექსანდრა პახმუტოვას, მსახიობ ალისა ფრეინდლიხს და ქართული წარმოშობის რუსეთის თეატრისა და კინოს მსახიობს ოლეგ ბასილაშვილს.
ქვეყნის წინაშე დამსახურებებისთვის II კატეგორიის ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებული ინფორმაცია რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გავრცელდა.
ჯილდოს გადაცემა მოხდა „ეროვნული კულტურისა და ხელოვნებაში მრავალწლიანი წვლილის შეტანისთვის“.
