ვარკეთილში მამაკაცი მოკლეს
ვარკეთილში შუახნის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შს სამინისტროს, ინფორმაციით უწყებამ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.