თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე სამაშველო და პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით გარდაცვლილი  საშუალო წლოვანების მამაკაცია.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ნაპოვნია მამაკაცის ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი. აღნიშნულ ფაქტზე სწრაფი რეაგირების შედეგად წყალზე საძიებო სამაშველო სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს დანაყოფები. უმოკლეს დროში ნაპოვნი იქნა მამაკაცის ცხედარი “, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები