თორნიკე რიჟვაძე: საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს უნდა გადავჭრათ ოპერატიულად და ამაში თითოეული საჯარო მოხელე იქნება ჩართული 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ალამბრის, აჭყვისთავისა და ზენითის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები მოინახულეს და მოსახლეობისგან მიიღეს ინფორმაცია მათი საჭიროებების და არსებული გამოწვევების შესახებ. გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ინტერნეტიზაცია – ის ძირითადი მიმართულებებია, რაც მოსახლეობამ ალამბარში, აჭყვისთავსა და ზენითში პრიორიტეტად დაასახელა.

” “ღია შეხვედრების” ფორმატში ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აზრი, რათა მომდევნო წლის ბიუჯეტი სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმოს. დაისვა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც საჭიროებს ოპერატიულ, დროულ მოგვარებას. მოქალაქეებს სჭირდებათ, როგორც ხარისხიანი და გამართული ინფრასტრუქტურა, ასევე ყველა ის სერვისი, რომელიც მათ გაუადვილებს სოფლად ცხოვრებას. ხელისუფლების ყველა რგოლი იქნება ჩართული მათი პრობლემების გადაწყვეტაში.

ბევრი მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, თუ ინფრასტრუქტურული პროექტები. მიმდინარე საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს უნდა გადავჭრათ ოპერატიულად და ამაში ჩართული იქნება თითოეული საჯარო მოხელე”,- განაცხადა რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები