ხვალ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

ხვალ, 27 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ლაგოდეხის საოლქო კომისიის თავმჯდოამარის რევაზ გაიპარაშვილის განმარტებით, ოთხივე საარჩევნო უბანი მზად არის, რომ 08:00 საათზე პირველი ამომრჩეველი მიიღოს.
“უბნებს უკვე გადავეცით ბიულეტენები. ფაქტობრივად, ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ მათ რვა საათიდან მიიღონ ამომრჩეველი. ოთხ უბანზე დარეგისტრირებულია 4229 ამომრჩეველი. კომისიის წევრები დაკომპლექტებულია იმ ქვოტით, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით. ექვსი წევრი საოლქოს მიერაა არჩეული, ხოლო 6 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ არის დანიშნული,”-აღნიშნა გაიპარაშვილმა.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში აფენის თემში კანდიდატი სამ პარტიას ჰყავს წარდგენილი:

მალხაზ მელაშვილი N2. „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”

დავით ბეგლარაშვილი N40 „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”

ომარ შველიძე N41, . „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”.

შეგახსენებთ, რომ სოფელ აფენის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს, გია კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა, რის გამოც, შუალედური არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.

ცნობისთვის, საკრებულოს შუალედური არჩევნები კახეთის გარდა, კიდევ ორ რეგიონში ჩატარდება. ესენია – სამცხე-ჯავახეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები