ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის კაცი გარდაიცვალა
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის კაცი გარდაიცვალა.
მსუბუქი ავტომობილი კაცს მაშინ დაეჯახა, როდესაც იგი ქუჩაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ადგილზე მისულ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.