მამუკა ხაზარაძე: თითიდან გამოწოვილი ბრალდებები და ეს აბსურდი დამთავრდება

ესენი არიან დაქირავებული პროკურორები, რომლებიც ემსახურებიან არა სამართლიანობას, არამედ ბიძინა ივანიშვილს,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მის წინააღმდეგ ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
 
მისივე თქმით, თითიდან გამოწოვილი ბრალდებები და ეს აბსურდი დამთავრდება.
 
“ესენი არიან დაქირავებული პროკურორები, რომლებიც ემსახურებიან არა სამართლიანობას, არამედ ბიძინა ივანიშვილს. ეს ყველაფერი დამთავრდება. თითიდან გამოწოვილი ბრალდებები და ეს აბსურდი დამთავრდება. პროკურატურა ჩიხშია, რადგან დოკუმენტურად ყველა გადარიცხვა, ყველა ბენეფიციარი, ყველა ტრანზაქცია წარმოდგენილია. ვნახოთ, რას მოითხოვს პროკურატურა”, – განაცხადა ხაზარაძემ.
 
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ.
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები