„წერილები ქვაზე“ – შეხვედრა გაიმართება

28 ოქტომბერს,  17:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი აგრძელებს შეხვედრათა ციკლს „სიტყვის თავგადასავალი“ და  მართავს მორიგ შეხვედრას – „წერილები ქვაზე“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოს უმასპინძლებს ისტორიკოსი ელზა ხაინდრავა.
ისტორიას მეცნიერები გარკვეული მასალების საფუძველზე აღადგენენ და წარსულში მომხდარი ამბების აღდგენის, შემეცნების თუ უკეთ გაგების მიზნით მის შესწავლა-გამოყენებას იწყებენ. ეპიგრაფიკა-ისტორიის დამხმარე დისციპლინა სწავლობს მყარ მასალაზე – ქვაზე, კერამიკაზე, ლითონზე შესრულებულ ძველი წარწერებს, რომლის დახმარებითაც მთელი რიგი მკვდარი ენებისა და ცივილიზაციების აღმოჩენა და გადარჩენა გახდა შესაძლებელი.

მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის N 17, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები