ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ნაგვის ურნას ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ნაგვის ურნის ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი, სავარაუდოდ, მოქალაქის დაუდევრობამ გამოიწვია.

ცეცხლი ”სანდასუფთავების” თანამშრომლებმა ჩააქრეს, თუმცა ურნა სრულად განადგურდა.

შპს “სანდასუფთავების” სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, მსგავსი ქმედებისგან თავი შეიკავონ და გამოიჩინონ სიფრთხილე. ურნებში არ მოახვედრონ ისეთი საგნები, რომლებიც გამოიწვევს ცეცხლის გაჩენას და ურნების დაწვას.

“არამგონია ამას გამიზნულად აკეთებდნენ , თუმცა, უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ ურნები პლასტმასისაა და ადვილი შესაძლებელია სიგარეტის ნამწვმაც გამოიწვიოს მათი დაზიანება. დაწვის და დაზიანების ძალიან ბევრი შემთხვევაა ბათუმში”- ამბობს ბათუმის “სანდასუფთავების” სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ირინა ბერიძე.

როგორც უწყებაში აცხადებენ,  მიმდინარე წელს გაუფრთხილებლობით 70 ურნა დაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები