ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთობლივი სოციალური პროექტი გრძელდება

მერიის მუნიციპალური პროგრამა, რომელიც უსახლკარო ადამიანების საცხოვრისით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, შორაპანში მცხოვრებ ოჯახებს დაეხმარა, სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მასალა კი მათ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გადასცა.

კომპანიამ აღნიშნულ ოჯახებს სამშენებლო სამუშაოებისთვის საჩუქრად ბეტონი მიუტანა. ადგილზე იმყოფებოდა, შორაპნის მაჟორიტარი დეპუტატიც.

„მერიის მუნიციპალური პროგრამა, რომელიც უსახლკარო ადამიანების საცხოვრისით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, მეხუთე წელია ხორციელდება ზესტაფონში. პროექტის ფარგლებში, შორაპანში მცხოვრებ მარჩენალ დაკარგულ ოჯახებს მერიამ სახლის ასაშენებლად თანხები გამოუყო, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ კი მათ სამშენებლო მასალებით დაეხმარა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ნიკოლოზ ჩიქოვანს და ვასილ გველესიანს გულისხმიერებისთვის. მერია და კომპანია ერთობლივად არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებენ და იმედია ეს მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა შორაპნის დეპუტატმა კობა გოჩალეიშვილმა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროექტით, მიმდინარე წელს 100 – მდე ადამიანმა ისარგებლა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სოციალური პროგრამის დასაფინანსებლად, რომელიც უსახლკარო ადამიანების საცხოვრისით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, 181 900 ლარი გამოიყო. 90 – ზე მეტ ოჯახს, მერიის შესაბამისის კომისიის გადაწყვეტილებით სამშენებლო მასალების შესაძენად გამოეყო თანხები, ხოლო 9 ოჯახს თანადაფინანსების პრინციპით საცხოვრებელი სახლები შეუძინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები