გია აბაშიძე ნიკა გვარამიას: გუშინ “მთავარ არხს” GDS-მა მოუგო, ყველაფერი თვლით არის ბ-ნო ნიკა, GDS ისევ გისწრებთ

„გუშინ “მთავარ არხს” GDS-მა მოუგო, ყველაფერი თვლით არის ბ-ნო ნიკა, GDS ისევ გისწრებთ“, – ასე ეხმაურება ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას “ფეისბუკპოსტს”.

„ნიკა გვარამიას არხის რომელიღაც გადაცემის რომელიღაც მონაკვეთი, რომ გაასწრებს “რუსთავი 2”-ს რეიტინგებში, ქვეყანას აზანზარებს მისი პოსტები… გუშინაც წერდა – Glovo-ს “კურიერს” [Apps] მეტი ხალხი უყურებს, ვიდრე “რუსთავი 2”-სო.
​მხოლოდ ამიტომ დავინტერესდი რეიტინგებით. აი, მაგალითად, გუშინ “მთავარ არხს” GDS-მა მოუგო [„ტელევიზიონშიკებს“ აქვთ ეს დეტალური “ჩარტები”]:GDS – 8.36 – გვარამიას არხი – 8.07 თბილისში – GDS – 9.67, გვარამიას არხი – 7.39.
ყველაფერი თვლით არის, ბ-ნო ნიკა, GDS კი ისევ გისწრებთ.
P.S. ესეც საჯარო წყარო იმ მთვლელი კომპანიისგან, რომელსაც თავად ენდობა ყველაზე მეტად. 1 კვირის რეიტინგია აქ: http://www.tvmr.ge/…” – წერს გია აბაშიძე.
​ცნობისთვის, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც, “კურიერს” თბილისში 1%-იანი რეიტინგი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები