ქვეყნის მასშტაბით, ისტორიის საუკეთესო მასწავლებელი , სურამის №2 საჯარო სკოლის პედაგოგი გახდა

ქვეყნის მასშტაბით ისტორიის საუკეთესო პედაგოგად, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის პედაგოგი, ჯაბა ლაბაძე დასახელდა.

კონკურსში,რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტარდება, მონაწილეებს ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა. სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიამ საუკეთესო კანდიდატები შეარჩია.

კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო.

“ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული ჯაბა ლაბაძეს ერგო. (ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №2 საჯარო სკოლა) გამარჯვებულები დააჯილდოვეს შემდეგმა ორგანიზაციებმაც: თსუ-ს გეოგრაფიის ინსტიტუტი, საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება, კავშირი მდგრადი განვითარების ეკო ხედვა, შპს “დიო“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი, საქართველოს ეკო ტურიზმის ასოციაცია, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია, ICI PARIS, Mix Travel, Jungle Fever. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე, დაგეგმილია კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. ამასთან ერთად, სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში,“ – ნათქვამია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები