ირაკლი ქარსელაძე: 2020 წელს ხაშურს შემოვლითი გზა ექნება, ქუთაისის შემოვლითი გზა კი 4-ზოლიანი გახდება

2020 წელს ხაშურს შემოვლითი გზა ექნება, ქუთაისის შემოვლითი გზა კი 4-ზოლიანი გახდება.

ამის შესახებ , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ქარსელაძემ იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც 2020 წელს დასრულდება და ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

“გარდამტეხი პროგრესია მიღწეული ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, წლის ბოლოს დასრულდება 5,8 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო 2020 წლის ივლისში ხაშურს ექნება შემოვლითი 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა. ასევე, 2020 წელს დასრულდება სამტრედია-გრიგოლეთის მე-2, 18 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო მოძრაობა გაიხსნება 14 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე მჭიდროდ დასახლებული არეალის შემოვლის საშუალებას მოგვცემს,”- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები