ცაგერში საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია მიმდინარეობს

ცაგერში, სამღვდელმთავრო რეზიდენციაში წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მე-7 საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია თბილისში, 21 ოქტომბერს, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა.
​ცაგერის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში მიმდინარე კონფერენცია ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა, წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ცაგერის სასულიერო სემინარიის რექტორმა, მიტროპოლიტმა სტეფანემ გახსნა. მომხსენებლებმა – წმ. კლიმენტი აჰრიდელის სახელობის სოფიის უნივერსიტეტიდან – ივან ხრიცკოვმა; ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე დიაკოვაცმა; ლათერანის უნივერსიტეტიდან მარიუს პორტარუმ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მისტიკური აღმასვლის საფეხურებსა და მის მსოფხედველობაზე ისაუბრეს.
კონფერენცია საღამოს გრანდიოზული კონცერტით დასრულდება, რომელიც ცაგერის კულტურის სახლში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები