გორში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

შიდა ქართლის 429 წარჩინებული მოსწავლიდან, 259 გორის მუნიციპალიტეტიდანაა.

მოსწავლეებს, რომლებმაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს, საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონია გორის კულტურის ცენტრში გაიმართა.

კომპიუტერები მოსწავლეებს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რეგიონის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა გადასცეს. მათ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიჭიერი მოსწავლეების პედაგოგები, ოჯახის წევრები და ახლობლები.

“პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერების ხელშეწყობა. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, პროექტი ყველა ნიჭიერ მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის,”- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები