ხულოს მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან ღია შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან ღია შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.

“ამჯერად, სოფელ რიყეთისა და დანისპარაულის მოსახლეობას შევხვდით. მოვისმინეთ მათი პრობლემები. მოსახლეობასთან ერთად ვიმსჯელეთ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე და მათთან ერთად დავგეგმეთ მომავალი წლის პრიორიტეტები.

ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მიზანია, ადგილზე გავეცნოთ მოსახლეობის საჭიროებებს, რათა შემდგომში დროულად და ეფექტურად მოვახდინოთ ამ საჭიროებების მოგვარება”, – წერსბ ვახტანგ ბერიძე “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე.

მოსახლეობასთან შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები