დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციისა და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ოთარ ჩხეიძის, მარიჯანის, გაბაშვილის, პეტრე ქავთარაძის, ჯურხა ნადირაძის, დავით თავხელიძის, მიხეილ თამარაშვილის, უნივერსიტეტის, გამრეკელისა და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ირინა შტენბერგის, ვახუშტი ბაგრატიონის, ზუგდიდის, სოხუმისა და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ნავთლუღის დასახლების, სამგორის დასახლების, ნოე რამიშვილის, ჯავახეთის, ალექსანდრე წულუკიძის, ანთიმოზ ივერიელის, ლაღიძის, ანდღულაძის, ტატიშვილი, ჯიქიას, მათიაშვილის, შალვა მშველიძის, გოჩა ონაშვილის, ნავთლუღის, ოსიპ მანდელშტამის, ბუკისციხის, წალენჯიხის, ზურაბ ბეგიაშვილის, ჩოჩუას, იოსებ და ლეონ ორბელების, ხარაბაძისა და დავით კვაჭანტირაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 20:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, როდენის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძისა და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები