ლევან ნიკოლეიშვილი: კი არ უნდა ვიქილიკოთ, არამედ მხარი უნდა დავუჭიროთ და ვიამაყოთ

0

“კი არ უნდა ვიქილიკოთ, არამედ მხარი უნდა დავუჭიროთ და ვიამაყოთ”,- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას.
​”გაუგებარია ადამიანთა ცალკეული ჯგუფების უარყოფითი დამოკიდებულება ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყეების ააღსადგენად თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მე პირადად მიმაჩნია რომ ეს არის მართლაც ვაჟკაცური და ღირსეული საქციელი, დიახ ღირსეული რომელიც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის აზრს გამოხატავს, დიახ ჩვენ უნდა დავეხმაროთ და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, და თუ ამას ბერა გააკეთებს, კი არ უნდა ვიქილიკოთ, არამედ მხარი უნდა დავუჭიროთ და ვიამაყოთ”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გევრდზე.
შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ამაზონის დამწვარი ტყის აღსადგენად 1.1 ათას მილიონ დოლარს გადარიცხავს.

კომენტარები

კომენტარი