მარტვილში, ხუნწის ციხეზე, არქეოლოგიური კვლევა-ძიების მორიგი ეტაპი დასრულდა

 მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის ციხეზე დასრულდა 2019 წელს გათვალისწინებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების სამუშაოების მორიგი ეტაპი, რომელიც, არქეოლოგიის დოქტორის, ნიკოლოზ მურღულიას ხელმძღვანელობით, ააიპ „არქეოლოგია და კონსერვაციამ“ აწარმოა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა ბრიტანეთში აპრობირებული სტანდარტებისა და მეთოდიკების სრული დაცვით, რაც გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების ცალკეული კონტექსტების პრინციპით რეგისტრაციას და სტარტიგრაფიული თარგის შემუშავებას გულისხმობს.
გათხრების პროცესი აღინუსხა საველე სარეგისტრაციო ბლანკებითა და დღიურების გამოყენებით. მუშაობა წარმოებდა პრეპარაციის პრინციპით, მცირე ზომის წერაქვების, ქაფჩებისა და ფუნჯების გამოყენებით.

საანგარიშო წელს ქუქითის გორის ხუთ უბანზე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:

გაგრძელდა ქუქითის გორის ჩრდილო-დასავლეთით წინა წლებში გამოვლენილი კოშკის #7 თხრილის სამხრეთ/აღმოსავლეთი ნაწილის კვლევა;
ბორცვზე 2016 წელს გამოვლენილი ნაგებობის ჩრდილო აღმოსავლეთით 20 მეტრში გაიჭრა #9 შურფი;
ბორცვის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაფერდებაზე, #3 და #5 თხრილებში გაწმენდილი ციხის ჩრდილოეთ კედელების აღმოსავლეთ გაგრძელებაზე გაიჭრა #10 შურფი;
ბორცვის # 6 თხრილის ჩრდილოეთით გაიჭრა ორი საცდელი –  #11 და #12 შურფი, გამოვლენილია სხვადასხვა პერიოდის კერამიკული ჭურჭელი;
თითოეული არქეოლოგიური ფენისა და მნიშვნელოვანი არტეფაქტის მდებარეობა განისაზღვრა თხრილებში არსებული კვადრატული ბადით;
არქეოლოგიური გამოვლინებების სიმაღლეები დადგინდა ნიველირის გამოყენებით;

ხუნწის ციხე მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ხუნწის ჩრდილოეთ ნაწილში, ქუქითის გორაკზე და მოიცავს 6000 კვ/მ-მდე ფართობს. არაერთი ქართველი მკვლევარი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათია სქოლასტიკოსის მიერ ნახსენები ონოგურისის ციხე სწორედ სოფელ ხუნწში მდებარე ციხეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები