რატი იონათამიშვილი: ის ამბიცია, რომ სამ წელიწადში ტოპ სამ ქვეყანას შორის შევა საქართველო კორუფციისგან თავისუფალი ინდექსით, ეს ნამდვილად იქნება მიღწეული

„რაც უფრო გამჭვირვალე, ღია არის პროცესები, მით უფრო დაზღვეულია ასეთი გადაწყვეტილებები კორუფციული რისკებისგან,“ – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მთავრობის კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლის ახალ სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

„ის ამბიცია, რომ სამ წელიწადში ტოპ სამ ქვეყანას შორის შევა საქართველო კორუფციისგან თავისუფალი ინდექსით, ეს ნამდვილად იქნება მიღწეული“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ყიდვების სააგენტოსა და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით შეიქმნა ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული, რომელიც ფაქტობრივად, გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს ბაზრის კვლევის ეტაპზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები