ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს სახელმწიფო პროექტები გააცნეს

0

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

შეხვედრაზე, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი , საქართველოს პარლამენტის წევრი თენგიზ ხუბულური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო  სახელმწიფო პროექტებსა და პროგრამებს. ასევე  ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის ისეთ პროგრამებზე, როგორებიცაა, “აწარმოე საქართველოში ” , “დანერგე მომავალი ” და სხვა.

“დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრები ხაშურში, რამდენიმე დასახლებაში და დაბა სურამში. მოსახლეობასთან ურთიერთობის ეს ფორმა არის საუკეთესო საშუალება ზუსტად გავიგოთ, რა სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს, განვსაზღვროთ პრიორიტეტები , შევისწავლოთ პრობლემები და დღის წესრიგში დადგეს ამ პრობლემათა მინიმალურ ვადებში, მაქსიმალური შედეგით მოგვარების საკითხი. ჩვენმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური, ​ ღიაობისა და პირდაპირობისგზა​ აირჩია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო დაბა სურამი, რომელმაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, როგორც ტურისტულ რეკრეაციულმა ზონამ, კიდევ უფრო მეტი განვითარება მოიპოვა , თუმცა ჩვენ ვართ მაქსიმალისტები და გვინდა მაქსიმალური პროგრესი , ამიტომაც საჭიროა დეტალურად გავიგოთ რა სჭირდებათ ჩვენს სურამელებს, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ჩართულობა მათი საქმიანობის ხელშეწყობაში. შეხვედრებისას ვისაუბრეთ სახელმწიფო პროგრამებზე . დღეს ჩვენ გვაქვს სოფლის მეურნეობისა თუ ბიზნეს სექტორის განვითარების ისეთი  პროგრამები ,რომელთა შესახებაც თითოეულმა მოქალაქემ განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრებმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს დეტალური ინფორმაცია. მოგეხსენებათ, ძლიერი სოფელი და ძლიერი გლეხი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარია” – განაცხადა ამირან ქრისტესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი